მიზნები
„ევროდრამა“ არის თეატრალური თარგმანების ევროპული ქსელი. ის მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ენებზე. მისი მთავარი მიზანია გააცნოს თეატრალურ საზოგადოებას, პროფესიონალებსა და მაყურებელს ძირითადად გამოუქვეყნებელი და ჯერ კიდევ უცნობი ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადრება ექცევა ენობრივ მრავალფეროვნებას. ქსელი მუშაობს ბიენალეს პრინციპით. ლუწ წლებში ქსელი თარგმანისთვის არჩევს ორიგინალურ ენაზე დაწერილ დრამატულ ნაწარმოებებს. კენტ წლებში კი, სხვა ევროპულ ენაზე დაწერილ დრამატული ნაწარმოებებს, რომელთა ექსპლუატაციას გამომცემლები და თეატრის რეჟისორები უწევენ რეკომენდაციას.
ქსელი ორგანიზებულია ოცდაათამდე კითხვის ლინგვისტურ კომიტეტად, რომლებიც დაჯგუფებულია ენების მიხედვით და დაახლოებით 300 წევრს აერთიანებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კომპეტენტურია თეატრისა და თარგმანის სფეროში და სურს გაუზიაროს სხვებს თავისი კომპეტენცია, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა კომიტეტის წევრობაზე. ახალი წევრის მიღების წესს ყველა კომიტეტი თვითონ განსაზღვრავს და პროცედურა, როგორც წესი ძალიან მარტივია. წევრობის ყოველი ახალი კანდიდატი კეთილსასურველია. ნებისმიერი ქსელი ცდილობს ხელი შეუწყოს თანასწორობას და თანაბარ წარმომადგენლობას კომიტეტებში კაცებსა და ქალებს, დამწყებებსა და გამოცდილებს, თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, დამოუკიდებლებსა და ინსტიტუციონალურ წარმომადგენლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დიასპორის წევრებს შორის და ა.შ. სასურველია, რომ თეატრის სფეროს ძირითად, ადგილობრივი გამომცემლები, დრამატურგიის ეროვნული კონკურსებისა თუ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალების, ასევე დრამატურგების გაერთიანებების წარმომადგენლები ყოველ კომიტეტში იყვნენ წარმოდგენილნი. ყოველი წევრის მისიაა ხელი შეუწყოს ტექსტების მოძრაობას კომიტეტის შიგნით, კერძოდ მისი ავტორებისთვის, მთარგმნელებისთვის, გამომცემლებისთვის, აგენტებისა და ავტორთა ორგანიზაციებისთვის გაცნობით. ის პასუხისმგებლობას იღებს გაავრცელოს და წაიკითხოს რაც შეიძლება ბევრი ტექსტი. ყველაზე მეტი თავისუფალი დროის მქონე და თეატრით გატაცებულმა წევრებმა, ავტორის თხოვნის შემთხვევაში, წაკითხული ტექსტის მოკლე « კრიტიკული მიმოხილვა » (ანონიმური, კოორდინატორების საშუალებით) უნდა მოამზადონ.
დისკუსიის ჯგუფები
ყოველი წევრი გაწევრინებულია ელექტრონულ საინფორმაციო სიაში. ეს სიები ნაწილობრივ მოდერირებულია: მხოლოდ წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს მისწერონ, ხოლო ინფორმაცია, რომელიც საერთო სიის მისამართზე იგზავნება გადაეგზავნება კომიტეტის ყველა წევრს.
« ევროპისა და აღმოსავლეთის სახლი » თავის თავზე იღებს წევრების ტექნიკურ ჩაწერას აღნიშნულ სიაში და ახალი წევრის მიღების შესახებ შეტყობინების გაგზავნას. ყოველ ახალ წევრს მოეთხოვება, წარუდგეს ყველა დანარჩენ წევრს საერთო სიის მისამართზე პასუხით. (სრული პროცედურა აღწერილია აქ : http://www.sildav.org/component/content/article/502). მიმოწერის ენა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კომიტეტის ენა, და არა ფრანგული, ინგლისური ან რუსული, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც კოლექტიურ წერილს მთავარი კოორდინატორი აგზავნის.
კოორდინაცია
თოთოეულ კომიტეტს კოორდინაციას უწევს ერთ–ერთი მისი წევრი, თითოეული კომიტეტის მიერ თავად განსაზღვრული წესების მიხედვით.
კოორდინატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ქსელის მიზნები კარგადაა გაგებული კომიტეტის წევრების მიერ. ის ეცდება მოაგროვოს და წევრებს შორის გაავრცელოს რაც შეიძლება მეტი ტექსტი; აიყვანოს ახალი წევრები, კერძოდ მთარგმნელებს შორის, და უზრუნველყოს კომიტეტის ერთგვარი განახლებადობა; ორგანიზება გაუკეთოს გაცვლებს, მოსამზადებელ შეკრებებსა და ტექსტების შერჩევასთან დაკავშირებულ კენჭის ყრას. ის მუდმივად უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ შედეგები დროულად გადაეცეს მთავარ კოორდინატორს მოთხოვნილი მასალის თანდართვით (ბიოგრაფია, მოკლე შინაარსი, ნაწყვეტი…). შემდეგ ის ეცდება თავისი კომიტეტის მიერ არჩეული ტექსტების პოპულარიზაციას, მინიმუმ პრესკომუნიკეს შედგენითა და გავრცელებით, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში სხვა კომიტეტების მიერ შერჩეული ტექსტების გავრცელებას. კოორდინატორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფესტივალში „თეატრების ევროპა“ ღონისძიების მოწყობით, ასევე დაესწრონ ყოველწლიურ გენერალურ შეკრებას. « ევროპისა და აღმოსავლეთის სახლს » შეუძლია მხარდაჭერა აღმოუჩინოს კოორიდნატორებს სამოგზაურო ხარჯების დაფინანსების ძიებაში.
მთავარი კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს « ევროპისა და აღმოსავლეთის სახლი », მაგრამ არა მუდმივად.
ე.წ. ბორდი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაზე გადაუდებელი ან რთულ გადაწყვეტილებების მიღებაზე, ყველაზე აქტიურ კოორდინატორებს აერთიანებს.
ტექსტები
ტექსტების შეთავაზება შეუძლია ყველას: ავტორებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, აგენტებს და ა.შ.
ორიგინალ ტექსტებს რაც შეეხება, შეთავაზებები უნდა მოიცავდეს ორიგინალ ტექსტს სრულად, ავტორის მოკლე ბიოგრაფიას, ტექნიკურ მონაცემებს (ტექსტის შექმნის თარიღი, ადგილი, პერსონაჟების რაოდენობა, უკვე მოპოვებული ჯილდოებისა და ნაწარმოების ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია) ისევე, როგორც ყველა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც გამომგზავნი საინტერესოდ ჩათვლის.
NB : რაც შეეხება ფრანგულ ენაზე დაწერილ ორიგინალ ტექსტებს, მხოლოდ იმ ტექსტების შეთავაზება არის შესაძლებელი, რომლებიც არჩეულ იქნა პროფესიონალური წაკითხვის კომიტეტის სელექციის საფუძველზე, ან კიდევ ფრანგული კომიტეტის რეკომენდაციით.
რაც შეეხება თარგმანებს, შეთავაზებები უნდა მოიცავდეს თარგმანის სრულ ტექსტს ან ნაწყვეტს (ძირითადად ნაწარმოების 1/5-ს), ნაწარმოების ანალიტიკურ მოკლე შინაარსს, ავტორის მოკლე ბიოგრაფიას, ტექნიკურ მონაცემებს (ტექსტის შექმნის თარიღი, ადგილი, პერსონაჟების რაოდენობა, უკვე მოპოვებული ჯილდოებისა და ნაწარმოების ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია) ისევე, როგორც ყველა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც გამომგზავნი საინტერესოდ ჩათვლის. რა თქმა უნდა აუცილებელია მიეთითოს ორგინალი ტექსტის ენა და მთარგმნელის ვინაობა.
შეთავაზებები უნდა იქნას გაგზავნილი მხოლოდ მეილით, pdf ფორმატში. ვადები მოცემულია ქვემოთ. რაც უფრო ადრე გაკეთდება შემოთავაზებები, მით უფრო ფართოდ მოხდება ტექსტების გავრცელება და შესაბამისად მკითხველიც მეტი ეყოლება.
ტექსტები გადაეცემათ იმ კომიტეტებს, რომლის ენაზეც არის დაწერილი ესა თუ ის შეთავაზებული ტექსტი. მაგალითად, მაკედონიურ ენაზე დაწერილი ტექსტი გადაეცემა მაკედონიური ენის კომიტეტს. ამავე ტექსტის ლიტვურ ენაზე თარგმანის შეთავაზება გადაეცემა ლიტვური ენის კომიტეტს.
ტექსტის ენა არის მთავარი საყრდენი მოცემულობა, თეორიულად ყოველგვარი ეროვნული წარმომავლობისა და ავტორის ადგილსამყოფელის მიხედვით დიფერენციაციის გარეშე. თუმცაღა, ქსელს არ აქვს მიზნად განიხილოს ევროპის / ხმელთაშუაზღვისპირეთის / ცენტრალური აზიის ზონის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე შექმნილი ტექსტები. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა წინადადება სათითაოდ განიხილება შესაბამის ენობრივ კომიტეტთან თანამშრომლობით.
ერთმა ავტორმა შეიძლება იმდენი ტექსტის შესთავაზოს ქსელს, რამდენიც მოესურვება, და იმდენჯერ რამდენჯერაც უნდა. თუმცა სასურველია, რომ ერთ განხილვაზე მხოლოდ ერთი ტექსტი იქნას შემოთავაზებული.
მოტივირებული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ შედარები ახალი დაწერილი ნაწარმოებები მიიღება. ტექსტები პირდაპირ უნდა გაეგზავნოს შესაბამისი კომიტეტის კოორდინატორს, ან, საჭიროების შემთხვევაში, მთავარ კოორდინატორს (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ ან კომიტეტთა სიაში აქ : http://www.sildav.org/eurodram/comites-linguistiques).
კომიტეტის წევრებმა ტექსტები პირდაპირ კომიტეტის საერთო სიაში უნდა გააგზავნონ.
ტექსტების შერჩევა
« ევროდრამის » თითოეული კომიტეტი ორ წელიწადში, ანუ ბიენალეს პრინციპით, სულ ორ სელექციას აკეთებს, თითოეულ სელექციაში მაქსიმუმ სამი ტექსტი ხვდება.
არჩევის პრინციპი შემდეგია:
– ლუწ წლებში: დრამატული ნაწარმოებების არჩევა ორიგინალ ენაზე რომელიმე სხვა ევროპულ ენაზე სათარგმნად (ex-translation);
– კენტ წლებში: სხვა ევროპულ ენაზე არსებული დრამატული ტექსტების არჩევა საკუთარ ენაზე სათარგმნად (in-translation).
ერთი და იმავე ავტორის და მთარგმნელის მხოლოდ ერთი ტექსტი შეიძლება შევიდეს ერთ სელექციაში.
არჩევის წესი
კომიტეტის თითოეულ წევრს შეუძლია 6 ქულის მინიჭება. თეორიულად, ის ანიჭებს 3 ქულას თავის პირველ არჩევანს, 2 ქულას – მეორეს და 1 ქულას – მესამეს. მაგრამ ყველა სხვა კომბინაციაც შესაძლებელია, თითო ტექსტისათვის მინიმუმ 1 ქულის და მაქსიმუმ 3 ქულის მინიჭებით. მაგალითად შესაძლებელია მიენიჭოს 1 ქულა 6 სხვადასხვა ტექსტს, ან 2 ქულა სამ ტექსტს და ა.შ. თითოეულ წევრს შეუძლია აზრი შეიცვალოს რამდენჯერაც სურს ვადის ამოწურვამდე.
კოორდინატორები სასურველია თუ გამართავენ დისკუსიებს კომიტეტის შიგნით და ორგანიზებას გაუწევენ, შესაძლებლობის ფარგლებში, მოსამზადებელ შეხვედრას და თათბირს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
თარიღები
ტექსტების გამოგზავნის ბოლო თარიღია : 31 დეკემბერი
სელექციის გამოცხადების თარიღია : 15 მარტი
პასუხები
სახსრების სიმცირის გამო, წინადადებების ავტორებს საპასუხოდ ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში. შედეგები ქვეყნდება ვებ გვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში.
ყველა ავტორს შეუძლია მოითხოვოს მისი ტექსტის « მოკლე კრიტიკა ». სასურველია, რომ მას ეს ინფორმაცია ანონიმური სახით გადაეცეს.
ყოველწლიურად ასობით ტექსტი მოძრაობს მთელს ქსელში. ფრანგული კომიტეტისთვის შეთავაზებულ ტექსტებს ათამდე პირი კითხულობს.
რა ხდება შემდეგ
აღნიშნული სელექციის ჩატარება (სამწუხაროდ) არ ითვალისწინებს ანაზღაურებას. თუმცა ზოგიერთ კომიტეტს აქვს ხოლმე თარგმანზე სტიპენდია.
ორიგინალ ენაზე შერჩეული ტექსტი ერთგვარი შეთავაზებაა იმავე ენის მთარგნელებისთვის, რომ შეუდგნენ ამ ტექსტის თარგმნას. სათარგმნი ტექსტის შერჩევა ნაწყვეტის სახით მოუხმობს მთარგმნელს, რომ მისი თარგმნა განაგრძოს. სრულად თარგმნილი ტექსტის შერჩევა კი დამდგმელ რეჟისორებსა და გამომცემლებს მოუხმობს, რომ ის გამოიყენონ.
ქსელი მუშაობს ბევრ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რაც მას საშუალებას აძლევს ავტორთა რეზიდენციების, მთარგმნელების მხარდაჭერისა და საერთაშორისო მასშტაბით პატრნიორების მოძიების კუთხით მუდმივ დინამიკაში იმოქმედოს.
მთავარი კოორდინატორი : contact@eurodram.org